ინფორმაცია მობილობის პროცესების შესახებ

სტუდენტთა პორტალზე რეგისტრაციის ვადები: 2013 წ. 4 თებერვლიდან - 14 თებერვლის ჩათვლით.

სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის
მქონე მობილობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

1. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანა დაუშვებელია
დაწესებულების არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. დაუშვებელია ნაწილობრივი გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ
ნაწილობრივი გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა მხოლოდ სრული გრანტით.

3. სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ
მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.

ბაკალავრიატის მობილობის პროცესები : (28.01.2013 - 16.05.2013)

პროცესის დასახელება პროცესის დასაწყისი პროცესის დასასრული მდგომარეობა
ვაკანტური ადგილების რეგისტრაცია 28.01.2013 03.03.2013 დასრულებულია
სტუდენტების რეგისტრაცია 04.02.2013 16.05.2013 დასრულებულია
დასკვნის მიღება 15.02.2013 16.05.2013 აქტიურია
ჩარიცხვა/ამორიცხვა 28.02.2013 16.05.2013 აქტიურია